• 20-06-2023
    “თელავი” სერიოზულად გაძლიერდა! - კახურმა გუნდმა 5 ფეხბურთელი დაიმატა
    “თელავი” სერიოზულად გაძლიერდა! - კახურმა გუნდმა 5 ფეხბურთელი დაიმატა

    “თელავმა” სანაკრებო შესვენება იდეალურად გამოიყენა და 5 მოთამაშე დაიმატა.

    კახური გუნდის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, საფეხბურთო კლუბ "თელავის" ღირსებას 25 წლის მიხეილ ბაშელეიშვილი, 26 წლის გიორგი ქანთარია, 21 წლის თორნიკე მორჩილაძე, 23 წლის ფირუზ გაბიტაშვილი და 22 წლის ბოსნიელი ამარ ბეგიჩი დაიცავენ.

    მიხეილ ბაშელეიშვილი ბოლოს “სამგურალის” ღირსებას იცავდა. მიხეილი “თელავში” წარსულში 4 წლის განმავლობაში ასპარეზობდა და ამ გუნდის კაპიტანიც გახლდათ.

    გიორგი ქანთარია ბოლოს “კაპაზის” ღირსებას იცავდა, რომელიც ახლახან დატოვა. 26 წლის ფეხბურთელიც იცავდა წარსულში “თელავის” ღირსებას. 

    თორნიკე მორჩილაძე თბილისის "დინამოს" აღზრდილია გახლავთ. 2 წლის ფეხბურთელმა ყოფილ გუნდში არასრული ორი წელი გაატარა და 39 ჩატარებულ შეხვედრაში 4 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ფირუზ გაბიტაშვილიც ყოფილი “დინამოელია”, თუმცა მას ასევე უთამაშია ლაგოდეხის "ჰერეთში", საფეხბურთო კლუბ "გაგრაში" და ბოლნისის "სიონში" 

    ამარ ბეგიჩის  FK Mladost Doboj Kakanj-ის აღზრდილი გახლავთ, 2021 წელს იგი "ბორაცში" ჩაირიცხა, სადაც ორი სრული სეზონი გაატარა.



    Facebook კომენტარები