• 17-01-2024
    კიდევ ერთი მსურველი! - რონალდ არაუხო სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია
    კიდევ ერთი მსურველი! - რონალდ არაუხო სატრანსფერო ბაზარზე საკმაოდ მოთხოვნადია

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონიის “ბარსელონას” ახალგაზრდა ფეხბურთელი, რონალდ არაუხო ჩინებულ ფორმაში იმყოფება.

    აქედან გამომდინარე ურუგვაელ ფეხბურთელს სერიოზული მსურველები ჰყავს. უკვე არაერთი დღეა, რაც მიუნხენის “ბაიერნის” ინტერესზე სოციალურ ქსელში აქტიურად იწერება.

    გავლენიანი სპორტული ჟურნალისტის, ფლორიან პეტენბერგის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, “რეკორდმაისტერს” “მანჩესტერ იუნიატედიც” შუერთდა.

    ცნობისთვის, თავად რონალდ არაუხოს სურვილი კატალონიის “ბარსელონაში” დარჩენა გახლავთ.

    Facebook კომენტარები