• 20-01-2024
    ტრანსფერები! - “ტორპედო” სერიოზულად გაძლიერდა
    ტრანსფერები! - “ტორპედო” სერიოზულად გაძლიერდა

    როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის “ტორპედოს” 2024 წელს სერიოზული ამბიციები აქვს.

    იმერულმა გუნდმა ორი ტრანსფერი განახორციელა, სტივ კინის გუნდმა ჟორჟინიო და ელიტონ ჟუნიორი დაიმატა.

    28 წლის გვინეა-ბისაუელი შემტევი ნახევარმცველი ჟორჟინიო “მანჩესტერ სიტის” აღზრდილია და ეროვნული ნაკრების მოქმედი ფეხბურთელია. 

    ნაკრების მაისურით გამართულ 25 მატჩში მის აქტივში 5 გოლია. მანამდე 5 მატჩი აქვს ჩატარებული პორტუგალიის 19-წლამდელთა ასაკობრივ ნაკრებში.

    კარიერის განმავლობაში მას “სენტ-ეტიენში”, ცსკა სოფიაში, “ლუდოგორეცში” და “ვისლა”, ყაზახურ “ორდაბასთან” ერთად კი გასულ სეზონში ჩემპიონი გახდა.

    კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 2+1 სისტემით გაფორმდა.

    25 წლის ბრაზილიელი შემტევი ნახევარმცველი ელიტონ ჟუნიორი კი ფინეთის ვიცე-ჩემპიონ “კუპსის” 2023 წლის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა. 

    ასევე ის ნომინირებული იყო ლიგის საუკეთესო ნახევარმცველის წოდებაზე. 

    ელიტონ ჟუნიორი ამ წლის იანვრამდე შვედურ “ვარბერგს” ეკუთვნოდა, რომელშიც ის რედ ბულ ბრასილიდან (ბრაზილია) 2022 წლის იანვარში გადავიდა.

    კლუბსა და ფეხბურთელს შორის კონტრაქტი 1+1 სისტემით გაფორმდა.

    ცნობისთვის, კლუბი ტრანსფერებს კიდებ აანონსებს.

    Facebook კომენტარები