• 21-01-2024
    მათე აბულაძე “ტორპედოში” დაბრუნდა
    მათე აბულაძე “ტორპედოში” დაბრუნდა

    როგორც მოგეხსენებათ, ქუთაისის “ტორპედო” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე გაძლიერებას აგრძელებს.

    ამჯერად, ქუთაისურმა გუნდმა 23 წლის მცველი, მათე აბულაძე დაიმატა.

    მათე გასულ სეზონში სწორედ “ტორპედოდან” იმერულ “სამტრედიაში” იყო განათხოვრებული და მშვენიერი სეზონიც ჩაატარა.

    ცნობისთვის, 23 წლის მათე აბულაძემ გასულ სეზონში “სამტრედიას მაისურით” ეროვნულ ლიგაში ჩატარებულ 34 შეხვედრაში 4 გოლის გატანა შეძლო.

    Facebook კომენტარები