• 28-01-2024
    "არაბიძეს 3 ევროპული კლუბის შეთავაზება აქვს, თუმცა მას აზიაში წასვლა სურს" - "ტორპედოს" პრეზიდენტმა გიორგის ტრანსფერზე ისაუბრა
    "არაბიძეს 3 ევროპული კლუბის შეთავაზება აქვს, თუმცა მას აზიაში წასვლა სურს" - "ტორპედოს" პრეზიდენტმა გიორგის ტრანსფერზე ისაუბრა

    გიორგი არაბიძის ქუთაისი "ტორპედოდან" წასვლის შესახებ ინფორმაცია დადასტურებული, თუმცა ქართველი მომავალი კლუბი უცნობია.

    ამ ტრანსფერთან დაკავშირებით ქუთაისელების პრეზიდენტმა, დავით კერესელიძემ ისაუბრა:

    "მომდევნო კვირაში ქუთაისის ტორპედო ბრაზილიელ შემტევს დაიმატებს. თუ ეს გამოვა, დავთანხმდებით გიორგი არაბიძის გაყიდვას. მას 3 ევროპული კლუბის შეთავაზება აქვს, თუმცა თავად აზიაში წასვლა სურს."

    "ცხადია, გავითვალისწინებთ მის სურვილს, თუ სად იგრძნობს ფეხბურთელი თავს ბედნიერად"

    "ბოლო 1 წლის განმავლობაში ჩემი აზრით, გიორგი არაბიძე საუკეთესო ქართველი ფეხბურთელი იყო, არა საქართველოს ჩემპიონატში, მთლიანად ქვეყანაში. შესაძლოა მიკერძოებული ვარ"

    Facebook კომენტარები