01-12-2022

[/xfgiven_playerads]
ფიფა განიხილავს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მატჩებში პენალტების სერიის დანერგვას

ავტორი
ფიფა მსოფლიო ჩემპიონატზე სიახლეების დანერგვას აქტიურად განიხილავს.
The Athletic იტყობინება, რომ მომდევნო მსოფლიო ჩემპიონატზე, რომელიც 2026 წელსაა დაგეგმილი, შესაძლოა პენალტების სერია ჯგუფურ ეტაპზევე ვიხილოთ.
როგორც ირკვევა, ფიფა გეგმავს, რომ ფრის დასრულების შემთხვევაში გამარჯვებულის გამოსავლენად პენალტების სერია განიხილება, ამის მიზეზი კი გუნდების მხრიდან უფრო სანახაობრივი თამაშია.
2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ისედაც ისტორიულია - პირველად ისტორიაში, ტურნირს 3 ქვეყანა (აშშ, კანადა, მექსიკა) უმასპინძლებს, ამასთან ერთად, მონაწილეობას 48 გუნდი მიიღებს.
ტეგები:
Facebook კომენტარები