• 22-06-2023
    ემილი სმიტ-როუ: “კვარაცხელია საქართველოს გმირია”
    ემილი სმიტ-როუ: “კვარაცხელია საქართველოს გმირია”

    “არსენალისა” და ინგლისის 21-წლამდე ნაკრების ფეხბურთელმა “სეტანტა სპორტს” საკმაოდ საინტერესო ინტევრიუ მისცა.

    ახალგაზრდა მოთამაშემ ხვიჩა კვარაცხელიას შესახებაც ისაუბრა:

    “კვარაცხელია ძალიან კარგი მოთამაშეა და ის ძალიან მომწონს. გვგავს სათამაშო სტილით. ხანდახან არსენალშიც ვსაუბრობდით მასზე, როდესაც თამაში ჩვენამდე აქვს და გოლი გააქვს, ან რაღაც მსგავსი ხდება. ნამდვილად კარგია, მომწონს და ვფიქრობ, რომ მისი თამაშის ყურება ნამდვილად ღირს. აჩვენებს, თუ რამდენად უყვარს ფეხბურთი და როგორი ვნება აქვს მის მიმართ. შესანიშნავია, მით უმეტეს, იმის გათვალისწინებით, თუ საიდან არის. ის საქართველოდან არის და დარწმუნებული ვარ, რომ ის ამ ქვეყანაში ნამდვილი გმირია. თან ჯერ ძალიან ახალგაზრდაა. აშკარაა, რომ წინ დიდი მომავალი აქვს. აღტაცებით ვადევნებ თვალს და ძალიან კარგ მოთამაშედ მიმაჩნია”. - განაცხადა სმიტ-როუმ.

    ცნობისთვის, ინგლისის 21-წლამდე ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პირველი ტურის შეხვედრაში ჩეხეთს ანგარიშით 2:0 სძლია.

    Facebook კომენტარები