• 14-02-2024
    ირაკლი ბუღრიძე “ყიზილჟარში” ითამაშებს
    ირაკლი ბუღრიძე “ყიზილჟარში” ითამაშებს

    26 წლის ქართველი ფეხბურთელი, ირაკლი ბუღრიძე კარიერას “ყიზილჟარში” გააგრძელებს. ინფორმაციას ყაზახური გუნდი სოციალურ ქსელში ავრცელებს.

    ბუღრიძემ ახალ გუნდთან კონტრაქტს ხელი უკვე მოაწერა და სამედიცინო შემომწებაც გაიარა.

    26 წლის ფეხბურთელი ბოლოს ქუთაისის “ტორპედოს” ღირსებას იცავდა, სადაც 14 გოლი გაიტანა და 6 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    ცნობისთვის, ბუღრიძეს კარიერის მანძილზე საჩხერის “ჩიხურაში”, გორის “დილაში”, თბილისის “ლოკომოტივსა” და “ბეესხორტში” უთამაშია.

    Facebook კომენტარები