• 16-02-2024
    რა ხდება დესტის გარშემო? - უახლესი ცნობები
    რა ხდება დესტის გარშემო? - უახლესი ცნობები

    როგორც მოგეხსენებათ, კატალონის “ბარსელონას” პსვ-ში 23 წლის ამერიკელი ფეხბურთელი, სერჟინიო დესტი ჰყავს განათხოვრებული.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Mundo Deportivo-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არსებობს დიდი შანსი, რომ ეინდჰოვენურმა გუნდმა დესტი გამოისყიდოს.

    პსვ-ს ახალგაზრდა მოთამაშის ტრანსფერი 10 მილიონი ევრო დაუჯდება.

    ცნობისთვის, დესტმა მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 26 შეხვედრაში 1 გოლი გაიტანა და 5 საგოლე  გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები