16-02-2024
ბრუნო: "კლუბის ყოფილი ლეგენდებიდან მაიკლ კერიკთან ერთად ვითამაშებდი"
Author of the article
ბრუნო ფერნანდეშმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ოფიციალურ გვერდთან განაცხადა, თუ კლუბის რომელ ყოფილ ლეგენდასთან ერთად ითამაშებდა.
კაპიტანის რჩეული მაიკლ კერიკი გახდა. ბრუნომ ახსნა, თუ რატომ ითამაშებდა მასთან ერთად.
"მე მაიკლ კერიკს ავირჩევ, რადგან ის ძალიან მიყვარდა. მისი სათამაშო სტილი მომწონდა.
ის იყო საყრდენი, რომელიც ნახევარმცველებს პასები ამარაგებდა, ჭრიდა მეტოქის დაცვის ხაზებს.
კერიკი ყურადღების ცენტრში არ იყო, თუმცა გუნდისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა", - თქვა პორტუგალიელმა.
ტეგები:
Facebook კომენტარები