• 23-02-2024
    კონფერენს ლიგის მერვედფინალში გუნდები დააწყვილეს
    კონფერენს ლიგის მერვედფინალში გუნდები დააწყვილეს
    Author of the article
    Aa

    შვეიცარიის ქალაქ ნიონში, უეფას შტაბ-ბინაში დღეს კონფერენს ლიგის მერვედფინალური ეტაპის წილისყრა შედგა, სადაც წინასაპლეიოფო რაუნდში გამარჯვებული გუნდები ჯგუფიდან პირველი ადგილით გასულ გუნდებთან დაწყვილდნენ.

    ჯგუფის გამარჯვებულები პირველ მატჩს გასვლაზე, 7 მარტს ჩაატარებენ, 14 მარტს კი მეტოქეს უკვე შინ უმასპინძლებენ.

    საინტერესოა, რომ მერვედფინალში გადაიკვეთა ტურნირზე შემორჩენილთაგან ყველაზე სახელოვანი გუნდების გზები - ამსტერდამის "აიაქსი"  ბირმინგემის "ასტონ ვილას" შეერკინება.

    მერვედფინალური წყვილები ასე გამოიყურება:

    შტურმ გრაცი v ლილი

    მაკაბი ჰაიფა v ფიორენტინა

    დინამო ზაგრები v პაოკი

    აიაქსი v ასტონ ვილა

    მიოლდე v ბრიუგე

    ოლიმპიაკოსი v მაკაბი თელ ავივი

    სენ ჟილი v ფენერბახჩე

    სერვეტი v ვიქტორია პლზენი

    მეოთხედფინალური ეტაპის წილისყრა 15 მარტსაა ჩანიშნული. რაც შეეხება ფინალს, 29 მაისს მას ათენი, კერძოდ კი, "აეკ არენა" უმასპინძლებს.

    Facebook კომენტარები