06-01-2023

[/xfgiven_playerads]
ოფიციალურად: "ბაიერნმა" "მანჩესტერის" ყოფილი ფეხბურთელი გაიფორმა

ავტორი
ოფიციალურად: დელი ბლინდი კარიერას მიუნხენის "ბაიერნში" გააგრძელებს.
"რეკორდმაისტერმა" ფეხბურთელი სეზონის ბოლომდე გაიფორმა, თუმცა კონტრაქტის მიხედვით, შეიძლება თანამშრომლობა მომდევნო სეზონშიც გაგრძელდეს.
ფეხბურთელმა "აიაქსთან" არსებული კონტრაქტი ვადის გასვლამდე 6 თვით ადრე გაწყვიტა და "ბაიერნს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.
ნიდერლანდელმა მცველმა "აიაქსის" მაისურით 2018-2023 წლებში ითამაშა და 123 შეხვედრის გამართვაც მოასწრო.
Facebook კომენტარები