• 24-06-2023
    მაგარი ამბავი! - საქართველო U21 VS ბელგია U21 ყველა ბილეთი გაყიდულია
    მაგარი ამბავი! - საქართველო U21 VS ბელგია U21 ყველა ბილეთი გაყიდულია

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს 21-წლამდ ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მე-2 ტურის შეხვედრას ბელგიის წინააღმდეგ ჩაატარებს.

    მატჩუს დაწყებამდე რამოდენიმე საათით ადრე ყველა ბილეთი გაყდიული გახლავთ.

    ეს იმას ნიშნავს, რომ შეხვედრაზე დასწრების კუთხით 21-წლამდე ევროპის ჩემპიონატის რეკორდი მოიხსნება.

    საგულისხმოა, რომ ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ყველაზე მეტი მაყურებელი 1996 წლის 31 მაისს, ბარსელონაში, ესპანეთი - იტალიის ფინალს დაესწრო. აღნიშნულ შეხვედრას 35.500 მაყურებელი ესწრებოდა.

    შედეგად, დღეს დინამო არენაზე 20:00 საათზე საქართველოსა და ბელგიის 21-წლამდე ნაკრებების შეხვედრას 54 ათასი გულშემატკივარი დაესწრება.

    Facebook კომენტარები