• 03-03-2024
    კლოპი: "დარვინის გოლში საკამათოს ვერაფერს ვხედავ"
    კლოპი: "დარვინის გოლში საკამათოს ვერაფერს ვხედავ"
    Author of the article
    Aa

    მერსესაიდული "ლივერპული" საჩემპიონო რბოლაში უმნიშვნელოვანესი ქულების დაკარგვასთან გახლდათ ახლოს, თუმცა "ნოტინგემ ფორესტთან" გამართული მატჩი გუნდმა დარვინ ნუნიესის მიერ 99-ე წუთზე გატანილი გოლით მოიგო.

    ურუგვაელი თავდამსხმელის გოლმა "მეტყევეების" დიდი პროტესტი გამოიწვია, რადგან საგოლე შეტევამდე ცოტა ხნით ადრე მთავარმა არბიტრმა საკამათო გადაწყვეტილება მიიღო. კერძოდ, იბუ კონატეს წაქცევის გამო თამაში მაშინ შეაჩერა, როცა ბურთი "ნოტინგემს" ჰქონდა, მატჩი კი ისე განაახლა, რომ ბურთი თამაშში "ლივერპულის" მეკარეს, კაომინ კელეჰერს შეაყვანინა.

    "წითლების" მთავარმა მწვრთნელმა, იურგენ კლოპმა არბიტრის გადაწყვეტილებაში უცნაური ვერაფერი დაინახა, რადგან პირველ ტაიმში მომხდარი ეპიზოდიც მან ზუსტად ასე განსაჯა, ოღონდ იქ ბურთი "ლივერპულს" ჩამოართვა და "ნოტინგემს" გადასცა.

    "პირველ ტაიმშიც ზუსტად ასე არ მოხდა? ზუსტად ასე, ოღონდ როლები გაცვლილი იყო.

    მე ჩავთვალე, რომ რადგან პირველ ნახევარში ასე მოხდა, ახლაც ასე უნდა მომხდარიყო. პირველი ტაიმის ეპიზოდი რომ არა, კითხვები მეც გამიჩნდებოდა.

    ვივარაუდე, რომ წესი ასეთია. არ ვიცი, მაგრამ რადგან ორი ერთნაირი მომენტი ერთნაირად იქნა განსჯილი, განხილვის მიზეზს ვერ ვხედავ.

    11 დღეში 4 მატჩი ვითამაშეთ. 15-ში 5. ეს ძალიან რთულია; ჩვენი საკადრო პრობლემების გათვალისწინებით კი - ურთულესი. ბიჭების ბრძოლა აღმაფრთოვანებს. მეოთხე შეხვედრა ყველაზე ძნელი იყო. დაუჯერებელია ის ძალისხმევა, რაც ფეხბურთელებმა ჩადეს. 12 დღის წინ რომ გეკითხათ, ყველა შეხვედრას მოვიგებდით თუ არა, არას გიპასუხდებდით," - თქვა კლოპომ.

    "ლივერპულმა" ამ მოგებით მეორეადგილოსან "მანჩესტერ სიტის" 4 ქულით გაასწრო, თუმცა "ქალაქელებს" ამ ტურის მატჩი ჯერ კიდევ სათამაშო აქვთ. პეპ გვარდიოლას გუნდი დღეს "მანჩესტერ იუნაიტედს", თბილისის დროით 19:30 საათიდან დაუპირისპირდება.

    Facebook კომენტარები