• 03-03-2024
    "საქართველოში ბომბდამშენს აწარმოებენ...", - როგორ ეხმაურებიან მეცის ფანები მიქაუტაძის საოცარ თამაშს
    "საქართველოში ბომბდამშენს აწარმოებენ...", - როგორ ეხმაურებიან მეცის ფანები მიქაუტაძის საოცარ თამაშს

    როგორც მოგეხსენებათ, “მეცის” ქართველმა თავდამსხმელმა, გიორგი მიქაუტაძემ ლიგა 1-ის 24-ე ტურის შეხვედრაში “ნანტის” წინააღმდეგ გოლი გაიტანა და საგოლე გადაცემა შეასრულა.

    “მეცის” გულშემატკივრები მიქაუტაძის პერფორმანსს გამოეხმაურნენ:

    საქართველოში ბომბდამშენს აწარმოებენ. ეს ბიჭი გამანადგურებელია.

    გიორგი მიქაუტაძე მსოფლიო დონის ფეხბურთელია.

    მადლობა ღმერთს, რომ მიქაუტაძე ჩვენს გუნდში თამაშობს.

    ჟორჟ, გთხოვ არასოდეს დაგვტოვო, შენ ჩვენი გმირი ხარ.

    ჟორჟ მიქაუტაძე ნამდვილო მარგალიტია, მისი თამაშის ყურება ერთი სიამოვნებაა.

    3 თვის შემდეგ პირველად მიქაუტაძის წყალობით მოვიგეთ, ეს ბიჭი აუცილებლას დიდი ხნის განმავლობაში უნდა დარჩეს მეცში.

    მიქაუტაძე ჰაეროვნად და ლამაზად თამაშობს, მისი თამაშის შემხედვარე ახალგაზრდა ვან ბასტენი მახსენდება.

    მიქაუტაძე საუკეთესოა, ამ ბიჭის სახელს მალე მთელი მსოფლიო გაიგებს.

    Facebook კომენტარები