• 04-03-2024
    “იუვენტუსის ღამის კოშმარია” - როგორ ეხმაურებიან ნაპოლის ქომაგები ხვიჩას საოცარ თამაშს
    “იუვენტუსის ღამის კოშმარია” - როგორ ეხმაურებიან ნაპოლის ქომაგები ხვიჩას საოცარ თამაშს

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” სერია ა-ს 27-ე ტურის შეხვედრაში შინ “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 2:1 იმარჯვა.

    მატჩის 42-ე წუთზე “პარტენოპეის” ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მეტოქეს ბრწყინვალე გოლი გაუტანა.

    მატჩის შემდეგ “პარტენოპეის” გულშემატკივრები ხვიჩას პერფორმანსს გამოეხმაურნენ:

    მხეცმა გალია დატოვა. ხვიჩა უკვე შეუჩერებელია და ბარსელონა მას უნდა უფრთხოდეს.

    ხვიჩა კვარაცხელია იუვენტუსის ღამის კოშმარია, მან ბებერი ქალბატონი არაერთხელ დაამწუხრა.

    ხვიჩა ვამაყობ შენით, მიხარია, რომ შენი კრიტიკოსები ჩუმად არიან.

    კვარა მსოფლიოში საუკეთესო ხარ, ვერ წარმოიდგინე როგორ გამახარე იუვესთან გოლით.

    კვარა, კვარა, კვარა, ნუმერო უნოო, საოცარი ბიჭი ხარ, საოცარი!

    ხვიჩა კვარაცხელია არის საუკეთესო 23 წლის ფეხბურთელი მსოფლიოში, მიდით და შემეწინააღმდეგეთ!

    ახლა სად არიან ხვიჩას მოძულეები? ამდენი ხანი რომ საუბრობდით, ახლა სად გაქრით?

    ენას კბილი დააჭირეთ კრიტიკოსებო, კვარა დაბრუნდა და მასტერკლასი ჩაგიტარათ.

    ეს იყო საოცრება, ჰაერიდან დაუშვებლად მეკარის ახლოს კუთხეში ჩინებული გოლი გაიტანა.

    ხვიჩა კვარაცხელია არის მსოფლიო დონის ფეხბურთელი, ეს ყველამ უნდა იცოდეთ.

    Facebook კომენტარები