• 04-03-2024
    “ხვიჩა თავის დონეს პრაქტიკულად დაუბრუნდა” - კალცონა მატჩის შემდეგ
    “ხვიჩა თავის დონეს პრაქტიკულად დაუბრუნდა” - კალცონა მატჩის შემდეგ

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლიმ” სერია ა-ს 27-ე ტურის შეხვედრაში შინ “იუვენტუსი” მიიღო და ანგარიშით 2:1 იმარჯვა.

    საგულისხმოა, რომ აღნიშნულ მატჩში “პარტენოპეის” ახალგაზრდა ქართველმა გარემარბმა, ხვიჩა კვარაცხელიამ მოახერხა გოლის გატანა.

    შეხვედრის შემდეგ “ნაპოლის” თავკაცმა, ფრანჩესკო კალცონამ მედიის წარმომადგენლებთან კვარას შესახებ ისაუბრა:

    “ხვიჩა და ვიქტორი ორივე უძლიერესი მოთამაშე არიან, ამ გუნდისთვის ფუნდამენტური. მათ გაიარეს რთული პერიოდები, მაგრამ ახლა პრაქტიკულად თავიანთ დონეს დაუბრუნდნენ”. - განაცხადა კალცონამ.

    ცნობისთვის, კვარაცხელიას მიმდინარე სეზონში სერია ა-ში 9 გოლი დაუგროვდა.

    Facebook კომენტარები