• 18-03-2024
    “კალცონა კვარასთან დაკავშირებით ერთ დიდ შეცდომას უშვებს”, - როგორ ეხმაურებიან ქომაგები კვარას თამაშს "ინტერის" წინააღმდეგ
    “კალცონა კვარასთან დაკავშირებით ერთ დიდ შეცდომას უშვებს”, - როგორ ეხმაურებიან ქომაგები კვარას თამაშს "ინტერის" წინააღმდეგ

    სერია ა-ს 29-ე ტურში ხვიჩა კვარაცხელიას "ნაპოლიმ" და ჩემპიონატის ლიდერმა, მილანის "ინტერმა" "ჯუზეპე მეაცაზე" ფრე, 1:1 ითამაშეს.

    "პარტენოპეის" თამაში არ გამოუვიდათ, თუმცა ეს შედეგი მათთვის მისაღებია. ისინი სანაკრებო პაუზას მე-7 ადგილზე ხვდებიან, საიდანაც 4-ეულამდე 9 ქულა აშორებთ.

    რაც შეეხება ხვიჩას, ქართველი ამ მატჩში გუნდის მთავარმა მწვრთნელმა, ფრანჩესკო კალცონამ 90-ე წუთზე გამოცვალა.

    კვარას გამორჩეული თამაში არ ჰქონია. ეს იტალიელმა ქომაგებმაც შეამჩნიეს და სოციალურ მედიაში გამოეხმაურნენ:

    “კალცონა კვარასთან დაკავშირებით ერთ დიდ შეცდომას უშვებს, მას მოედანზე მეტი თავისუფლება უნდა მისცეს"

    "ხვიჩა მარცხნივ დაიკარგა, კალცონამ ფეხბურთელებს მისთვის ზონების გახსნა უნდა დაავალოს"

    "ფრე კარგი შედეგია. კვარას თამაში არ გამოუვიდა, ვფიქრობ არასწორი ტაქტიკის ბრალია"

    "მხეცი ამჯერად გამოკეტეს"

    "კვარას გრანდებთან თამაში უჭირს, თუ ეს გრანდი "იუვე" არ არის"

    "მან შუაში უფრო მეტად უნდა იმოძრაოს, მას გადაადგილების თავისუფლება უნდა ჰქონდეს"

    Facebook კომენტარები