• 28-03-2024
    "ბილეთებზე ბევრი კითხვაა, აქ დავწერ...", - დეტალური ინფორმაცია ევრო 2024-ის ბილეთებზე
    "ბილეთებზე ბევრი კითხვაა, აქ დავწერ...", - დეტალური ინფორმაცია ევრო 2024-ის ბილეთებზე

    ქართველი კომენტატორი ალექსანდრე გაბრიჩიძე ევრო 2024-ის ბილეთებთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს:

    ბილეთებზე ბევრი კითხვაა და ბარემ აქვე მოვიწერები.

    პირველ რიგში, კითხვაზე “რა ვქნა, საიდან ჯობია ვიყიდო?” პასუხია “არ ვიცი”.

    გააჩნია ბიუჯეტს და გააჩნია რამდენად გიყვართ ცეცხლთან თამაში, ან პირიქით.

    ამ ეტაპზე სამი ვარიანტია. 

    1. Viagogo და მისი ძმანი - მინიმუმ ორმაგი ფასი, მაგრამ ყველაზე სწრაფი გზა.

    2. ფედერაციისთვის გამოყოფილი კვოტა. მგონია რომ მინიმუმ 5კ და მაქსიმუმ 10კ ბილეთი გვექნება ყველა თამაშზე. პრობლემა იმაშია, რომ ვერ ვხვდები გადამყიდველები როგორ არ ჩაახტებიან ამ

    ბილეთებს. ასევე, ამ ქვეყანაში მსგავს ელიტარულ experience-ზე უდიდესი კონკურენციაა. პოლიტიკოსები, მათი შვილები, მათი ცოლები, შეიძლება საყვარლებიც, მთელი ბიზნეს-შიშკები, მათი ცოლები, შვილები და პლუს ზემოდან გადამყიდველები და ჩვეულებრივი ფანები. არ ვიცი რა მოხდება, შეიძლება ძაან მარტივად იყიდოთ ყველამ, შეიძლება ვერავინ.

    3. უეფას re-sale-ის ბოლო ფაზა. აქ საერთოდ უნდა გადააფასოთ თავში თუ რას ნიშნავს ველური კონკურენცია, წინაზე ძლივს შევედით პლატფორმაზე და იქიდან ძლივს ვიყიდეთ. მინიმუმ 5 სხვადასხვა დესკტოპიდან უნდა შეუტიოთ და ისიც ძალიან პატარა შანსია რომ მოარტყათ რამეს. ვვარაუდობ რომ წინა რისეილთან შედარებით ბევრად ნაკლები ბილეთი იქნება გამოტანილი.

    ფრენა ძვირდება ამასობაში, მარა კაი ისაა რომ მეზობელ ქვეყანაში ჩაფრენის და იქიდან Flixbus-ით ან მატარებლით გადასვლის მარტივი ვარიანტებია. მარა აი ღამე ვეძებდი დირტმუნდში airbnb/სასტუმროს და ცეცხლის ფასი უკიდია. 

    ასე, რომ თეორიაში სანამ თქვენ იაფიან ბილეთებს ელოდებით, მგზავრობა/დარჩენა შეიძლება ისე გაძვირდეს, რომ ეგ დაზოგილი ფული უკან დააბალანსოს გარემოებებმა. ხოდა არ ვიცი 🙂

    თუ გაქვთ თანხა უკვე, სჯობს იყიდოთ და მერე გადაყიდოთ იგივე ფასად, რო რამე. გარანტიები და წინასწარ დაგეგმვა სჯობს ასეთ დროს. ჯერჯერობით რა ბილეთებიც მაქვს, სახელის ჩაწერას არ მთხოვენ, ანუ იდეაში გადამყიდველისგან არაა რთულად დალაგებადი. მარა მაინც არ ვიცი 🙂


    Facebook კომენტარები