• 28-03-2024
    3-ჯერ მეტი ხელფასი და ბონუსები - კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია
    3-ჯერ მეტი ხელფასი და ბონუსები - კვარაცხელიას ახალი კონტრაქტის დეტალები ცნობილია

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “ნაპოლის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, ხვიჩა კვარაცხელია ბოლო პერიოდში ბრწყინვალედ ასპარეზობს.

    ხვიჩას საქართველოს ევროპის ჩემპიონატზე გასვლაში დიდი წვლილი მიუძღვის, მან ერთა ლიგაზე ბრწყინვალედ იასპარეზა.

    ფრანჩესკო კალცონას “ნაპოლიში” მოსვლის შემდეგ ხვიჩა კვარაცხელია ძველებურად ათამაშდა და სტატისტიკაც გააუმჯობესა.

    როგორც ირკვევა, აურელიო დე ლაურენტისი გეგმავს, რომ კვარაცხელიას კონტრაქტი გაუხანგრძლივოს და ხელფასი 3-ჯერ გაუზარდოს.

    ხვიჩას ახალი ხელფასი 4.5 მილიონი ევრო გახდება და ის “პარტენოპეისთან” კონტრაქტს ხელს 2029 წლამდე მოაწერს.


    Facebook კომენტარები