• 28-03-2024
    ცნობილია! - რამდენ ხანს იუქმებს ლევან შენგელია
    ცნობილია! - რამდენ ხანს იუქმებს ლევან შენგელია

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფის შეხვედრაში საბერძნეთი დაამარცხა და კონტინენტის პირველობაზე პირველად მოხვდა.

    აღნიშნულ შეხვედრაში მატჩის 85-ე წუთზე იძულებით შეცვალეს ლევან შენგელია, რომელმაც დაზიანება მიიღო.

    როგორც ირკვევა, ლევანი ტრავმის გამო 6 კვირას გამოტოვებს.

    ცნობისთვის, შენგელიამ მთელი მატჩი უმაღლეს დონეზე ჩაატარა და ნაკრებს წარმატების მიღწევაში დაეხმარა.

    Facebook კომენტარები