• 28-03-2024
    ოქროს სიტყვებია, კვარა - რა უთხრა საბერძნეთთან მატჩამდე გასახდელში ხვიჩამ ფეხბურთელებს
    ოქროს სიტყვებია, კვარა - რა უთხრა საბერძნეთთან მატჩამდე გასახდელში ხვიჩამ ფეხბურთელებს

    საქართველოს ეროვნული ნაკრების ექიმმა, დავით ხარაბაძემ საბერძნეთთან მატჩის წინ მომხდარი ეპიზოდი გაიხსენა, როდესაც თანაგუნდელებს ხვიჩა კვარაცხელიამ მიმართა.

    მატჩის წინ კვარამ ყველა გასახდელში შეკრიბა და ასეთი რამ უთხრა:

    „რაღაცის თქმა მინდა, ჩემო ძმებო და მეგობრებო. ჩვენ გუნდში გვყავს გურამ კაშია, ჯაბა კანკავა, გიორგი ლორია და ნიკა კვეკვესკირი. შესაძლოა, ამ ადამიანებს მეტი შანსი არ მიეცეთ. ამიტომ ჩვენი ქვეყნისთვის და ამ ხალხის პატივისცემით გავიდეთ და დარწმუნებული ვარ, მოვიგებთ“.

    შეგახსენებთ, რომ საქართველომ საბერძნეთი პენალტების სერიაში დაამარცხა და ისტორიაში პირველად ითამაშებს ევროპის ჩემპიონატზე.

    Facebook კომენტარები