• 29-04-2024
    მერეტი: "რომასთან" მატჩის შემდეგ დელაურენტისი გასახდელში შემოვიდა და ეს გვითხრა"
    მერეტი: "რომასთან" მატჩის შემდეგ დელაურენტისი გასახდელში შემოვიდა და ეს გვითხრა"

    როგორც მოგეხსენებათ, სერია ა-ს 34-ე ტურში "ნაპოლისა" და "რომას" შეხვედრა შედგა, რომელიც ფრედ, 2:2 დასრულდა.

    შეხვედრის შემდეგ "პარტენოპეის" მეკარემ, ალექს მერეტმა მედიასთან საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    "კარგი თამაში ჩავატარეთ. მომენტები ბევრი გვქონდა, თუმცა გამარჯვება მაინც ვერ შევძელით.

    "დაპირისპირების დასრულების შემდეგ პრეზიდენტი გასახდელში შემოვიდა და თამაში მოგვიწონა. გვითხრა, რომ საქმეს თავი კარგად გავართვით", - თქვა იტალიელმა.

    Facebook კომენტარები