• 02-05-2024
    დაინტერესება სერიოზულია - მამარდაშვილი გრანდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა
    დაინტერესება სერიოზულია - მამარდაშვილი გრანდების ერთ-ერთი მთავარი სამიზნეა

    "ვალენსიაში" ზაფხულში გიორგი მამარდაშვილის გუნდიდან წასვლაზე კვლავ ალაპარაკდნენ. 

    ქართველის შესანიშნავი სეზონის მიმდინარეობისას, "ღამურების" კარის მცველით დაინტერესება სხვადასხვა ევროპულმა გრანდმა გამოიჩინა. 

    მიუხედავად გასულ ტურში გიორგის შეცდომისა, რასაც მისი მოედნიდან გაძევება მოჰყვა, "ვალენსია" ევროტურნირების საგზურისთვის ბრძოლას მაინც აგრძელებს და წარმატების მიღწევის რეალური შანსიც აქვს. 

    ტოპ-5 ლიგის გუნდების დაინტერესება მამარდაშვილის მიმართ ახალი ამბავი არაა, ისევე როგორც "ვალენსიას" მზადყოფნა კარგი შეთავაზების შემთხვევაში შეელიოს მას. გამოცემა Fichajaes ცნობით, გუნდმა რამდენიმე წარმოუდგენელი შეთავაზება მიიღო, რასაც კლუბის მფლობელი აქტიურად განიხილავს. 

    გამოცემის ცნობით, ქართველით დაინტერესებული მადრიდის "ატლეტიკო", მიუნხენის" ბაიერნი" და "მანჩესტერ იუნაიტედი" არიან, რომლებსაც მრავალწლიანი სტაბილური მეკარეთა ყოლის შემდეგ, ახალი, ძირითადის ღირსეული კარის მცველის დამატება სურთ, რისთვისაც მამარდას ერთ-ერთი მოწინავე კანდიდატად მიიჩნევენ. 

    შეგახსენებთ, რომ 23 წლის ქართველ მეკარეს, "ღამურების" შემადგენლობაში მიმდინარე სეზონში 33 მატჩში 12 მშრალად შენახული კარი აქვს, მისი ღირებულება კი transfermarkt-ის მონაცემებით 35 მილიონი ევროა.

    Facebook კომენტარები