• 02-05-2024
    მბაპე თუ მიქა - ქართველი ფეხბურთელი თვის მთავარ ჯილდოზე წარადგინეს
    მბაპე თუ მიქა - ქართველი ფეხბურთელი თვის მთავარ ჯილდოზე წარადგინეს

    როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძე ბოლო პერიოდში ბრწყინვალე ფორმაშია.

    საგულისხმოა, რომ გიორგი ლიგა 1-ის აპრილის თვის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოსთვის იბრძვის.

    მიქაუტაძის კონკურენტები კილიან მბაპე (პსჟ), კრისტიან კასერესი (ტულუზა), პრჟემისლავ ფრანკოვსკი (ლანსი) და ფარის მუმბანა (მარსელი) არიან.

    ცნობისთვის, მიქაუტაძემ აპრილში ჩატარებულ 4 შეხვედრაში 6 გოლის გატანა მოახერხა.

    Facebook კომენტარები