• 02-05-2024
    უეფამ ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დაიწყო
    უეფამ ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დაიწყო

    2 მაისს, 13:00 საათზე, უეფას 2024 წლის ევროპის ჩემპიონატის ბილეთების გაყიდვის ბოლო ეტაპი დაიწყება. ბილეთების შეძენა კვლავ უეფას ბილეთების პორტალზე იქნება შესაძლებელი.

    პორტალზე შესასვლელად საჭიროა შექმნათ პირადი გვერდი ან ასეთის არსებობის შემთხვევაში გაიაროთ ავტორიზაცია. მომხმარებლის სრულყოფილი პროფილის შესაქმნელად დაგჭირდებათ საიტზე არსებული აუცილებელი ველების შევსება: სახელი, გვარი, დაბადების თარიღი, პირადი ნომერი ან პასპორტის ნომერი, საცხოვრებელი მისამართი, მობილური ტელეფონის ნომერი და ელ-ფოსტის მისამართი.

    ერთ მომხმარებელს თითოეულ მატჩზე 4 ბილეთის შეძენის შესაძლებლობა ექნება. ბილეთების შეძენა შეგიძლიათ როგორც Alipay-ის ელექტრონული საფულით, ისე საბანკო ბარათებით (VISA ან Mastercard). 

    საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სამ შეხვედრას გამართავს. 18 ივნისს დორტმუნდში, ჩვენი გუნდი თურქეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. 22 ივნისს, ჰამბურგში, საქართველოს ნაკრების მეტოქე ჩეხეთი იქნება. ჯგუფური ეტაპის დასკვნით შეხვედრას ჩვენი გუნდი 26 ივნისს, გელზენკირხენში, პორტუგალიის წინააღმდეგ გამართავს.

    Facebook კომენტარები