• 02-05-2024
    დასაფასებელი ქმედება! - რა გააკეთა გურამ კაშიამ “ვიტესის” დასახმარებლად
    დასაფასებელი ქმედება! - რა გააკეთა გურამ კაშიამ “ვიტესის” დასახმარებლად

    როგირც მოგეხსენებათ, ნიდერლანდული საფეხბურთო კლუბი არნემის “ვიტესი” უმძიმეს ეკონომიკურ მდგომარეობაში იმყოფება. გუნდი გაკოტრებისა და გაუქმების პირას არის. 

    ნიდერლანდული სააგენტოს, VI.NL-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ფეხბურთელებმა გუნდის დახმარება დაიწყეს.

    “ვიტესის” ლეგენდარულმა ქართველმა კაპიტანმა, გურამ კაშიამ გუნდის დასახმარებლად თანხა გადარიცხა.

    ვიტესმა” 17 მაისამდე უნდა მოაგვაროს პრობლემები, წინააღმდეგ შემთხვევაში ლიცენზიის ჩამორთმევა ემუქრება.

    ცნობისთვის, კაშია “ვიტესის” ღირსებას 2010-2017 წლებში საკმაოდ წარმატებით იცავდა.

    Facebook კომენტარები