• 02-05-2024
    ვან დაიკი "დორტმუნდში?" - რომანომ სიტუაცია შეაფასა
    ვან დაიკი "დორტმუნდში?" - რომანომ სიტუაცია შეაფასა

    ბოლო პერიოდში აქტიურად იწერება ვირჯილ ვან დაიკის სეზონის დასასრულს "დორტმუნდის ბორუსიში" ტრანსფერის შესახებ, რასაც ფაბრიციო რომანო გამოეხმაურა.

    რომანომ თავის გვერდზე ამის შესახებ კომენტარში განაცხადა: "ამ მომენტისთვის, რაც წყაროებიდან გავიგე, ეს სიმართლე არაა."

    "ჩემი აზრით "დორტმუნდი" სხვადასხვა მოთამაშეებს უმიზნებს. ვან დაიკი ამ ეტაპისთვის მათ გეგმაში არაა. როგორც მინიმუმ, ვიცით, რომ  მხარეებს შორის კონტაქტი არ შემდგარა."

    დიდია შანსი "ლივერპულის" მომავალმა მწვრთნელმა, არნე სლოტმა, ვირჯილის გუნდში დარჩენაზე აქტიურად იმუშაოს, ვინაიდან ნიდერლანდელი სპეციალისტი მას თავისი პროექტის ერთ-ერთ მთავარ ნაწილად მოიაზრებს.

    შეგახსენებთ, რომ ვან დაიკს "წითლებთან" კონტრაქტი 2025 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ბოლო პერიოდში კი აქტიურად იწერება კლუბის მხრიდან ახალი ხელშეკრულების შეთავაზების შესახებ. 

    Facebook კომენტარები