• 02-05-2024
    დი მარია MLS-ში? - არგენტინელის ტრანსფერი საკმაოდ რეალურია
    დი მარია MLS-ში? - არგენტინელის ტრანსფერი საკმაოდ რეალურია

    გავრცელებული ინფორმაციით, "ბენფიკას" არგენტინელი ვარსკვლავი, ანხელ დი მარია, ლეონელ მესის "ინტერ მაიამიში" გადასვლასთან ძალიან ახლოსაა.

    ESPN Argentina-მ ხუთშაბათს გაავრცელა ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, 36 წლის ვინგერი შესაძლოა ზაფხულში MLS-ში, დევიდ ბექემის კლუბში ვიხილოთ. 

    ამ ყველაფრის შანსებს ზრდის ისიც, რომ დი მარიას "ბენფიკასთან" კონტრაქტი მიმდინარე წლის ივნისში ეწურება, ხოლო ამ ეტაპზე, გახანგრძლივების თაობაზე არც ერთი მხრიდან მოლაპარაკებები არ დაწყებულა.

    ცნობისთვის, ვეტერანი არგენტინელის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 46 მატჩში 16 გოლი და 15 ასისტია.

    Facebook კომენტარები