• 03-05-2024
    "გრანდებმა კვარა დაივიწყეს და აი, რატომ...", - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი
    "გრანდებმა კვარა დაივიწყეს და აი, რატომ...", - რას წერს იტალიელი ჟურნალისტი

    ცნობილმა ჟურნალისტმა, სკირამ "Calciomercato"-სთან საუბრისას საინტერესო კომენტარი გააკეთა.

    კერძოდ, მან ხვიჩა კვარაცხელიაზე ისაურბა.

    "ნაპოლი" უპირატესობაშია, რადგან ქართველ შემტევთან ხანგრძლივი კონტრაქტი აკავშირებს. 

    "ხელმძღვანელობას სურს, ის იყოს მომდევნო სეზონში გუნდის მთავარი ძალა. თუმცა, კონტრაქტის განახლებისთვის 4 მილიონი არ კმარა, რომელსაც კლუბი სთავაზობს, ფეხბურთელს 6 მილიონი სურს. 

    "მოლაპარაკებები მიმდინარეობს, აგენტი იტალიაშია. საჭიროა ყველას მხრიდან ძალისხმევა. სხვა კლუბებისგან გარკვეული სიგნალები არის, მაგრამ ისეთი რიგი არ დგას, როგორიც შარშან შეიძლებოდა ყოფილიყო", - თქვა სკირამ.

    Facebook კომენტარები