• 30-06-2023
    პრობლემა მხარეებს შორის - "ნაპოლი" და ოსიმენი ვერ თანხმდებიან
    პრობლემა მხარეებს შორის - "ნაპოლი" და ოსიმენი ვერ თანხმდებიან
    Author of the article
    Aa

    "ნაპოლის" ფორვარდი, ვიქტორ ოსიმენი გუნდთან საბოლოო შეთანხმებას ვერ აღწევს.

    "Gazzetta dello Sport"-ის ინფორმაციით, კლუბთან კონტრაქტის ვერ გახანგრძლივების შემთხვევაში, ნიგერიელი "პარტენოპეის" დაემშვიდობება.

    აურელიო დე ლაურენტისი კი ოსიმენს გაუმჯობესებულ პირობებს სთავაზობს, რომლის მიხედვითაც მისი ანაზღაურება 6 მილიონი ევრო გახდება.

    როგორც ირკვევა, ნეაპოლელებს 24 წლის ფორვარდის 2026 წლამდე შენარჩუნება სურთ, თუმცა ვიქტორს კლუბის წინადადება არ აკმაყოფილებს.

    ზემოთაღნიშნულ წყაროს თუ დავუჯერებთ, ოსიმენი სხვა ევროპული გრანდებისგან უკეთესს შეთავაზებებს იღებს.

    აქვე გეტყვით, რომ ნიგერიელის ტრანსფერზე დაყენების შემთხვევაში, "ნაპოლი" მას, სავარაუდოდ, 180 მილიონ ევროდ გაყიდის.

    Facebook კომენტარები