30-06-2023

გადაწყვეტილია! - გიორგი კვერნაძე “ფროზინონეში” ითამაშებს

ავტორი
20 წლის ქართველი ფეხბურთელი, გიორგი კვერნაძე კარიერას “ფროზინონეში” გააგრძელებს.
იტალიური გუნდის პრეზიდენტმა, გუიდო ანგელოზიმ გიორგის ტრანსფერის შესახებ Sky Sport-თან ისაუბრა:
“გიორგი კვირას ჩამოვა, ორშაბათს კი ჩვენს გუნდთან კონტრაქტს ხელს მოაწერს და სამედიცინო შემოწმებას გაივლის”. - განაცხადა ანგელოზიმ.
ცნობისთვის, გიორგი კვერნაძე ბოლოს ბათუმის “დინამოში” ასპარეზობდა, სადაც 7 ჩატარებულ შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა შეასრულა.
გიორგი თბილისის “საბურთალოს” აკადემიის აღზრდილი გახლავთ, 20 წლის ფეხბურთელს “თელავშიც” უთამაშია.
საგულისხმოა, რომ გიორგის საქართველოს ყველა ასაკობრივ ნაკრებში თამაშის გამოცდილება აქვს.
აქვე გეტყვით იმასაც, რომ “ფროზინონე” სერია ა-ში ახლახან აღზევდა.
ტეგები:
Facebook კომენტარები