• 06-06-2024
    კვარაცხელია მეორე ტაიმიდან - საქართველო ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა
    კვარაცხელია მეორე ტაიმიდან - საქართველო ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა

    საქართველოს ნაკრების დებიუტი ევროპის ჩემპიონატზე ნელ-ნელა ახლოვდება.

    უკვე დღეს ჩვენი გუნდი სრული შემადგენლობით შეუდგა მოსამზადებელი პროცესის გავლას.

    ევრო 2024-მდე ქართველები მონტენეგროს წინააღმდეგ გამართავენ ამხანაგურ შეხვედრას, სადაც ნაკრების თავკაცი, ვილი სანიოლი ეცდება, რომ შემუშავებული ტაქტიკა გამოსცადოს.

    გთავაზობთ საქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობას მონტენეგროსთან მატჩისთვის, სადაც ფრანგი სპეციალისტისგან ექსპერიმენტებს ველთ.

    სანიოლის ტრადიცუალი 5-3-2 ტაქტიკას მიმართავს:

    "ჯვაროსნების" კარს გიორგი მამარდაშვილი დაიცავს. მამარდა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში კარში იდგება და მისი მომზადება ამხანაგურ შეხვედრაში აუცილებელია.

    დაცვის ცენტრი ტრადიციული იქნება, რადგან გუნდი უკანა ხაზში ევროს შეკრული უნდა შეხვდეს და სავარაუდოა, რომ ვილი აქ არაფერ ახალს არ მოიგონებს: საბა კვირკველია, გურამ კაშია და ლაშა დვალი. მეორე ნახევარში კი კაშოსა და საბას, დასვენების მიზნით, ლუკა ლოჩოშვილი და ჯიმი ტაბიძე შეცვლიან.

    დაცვას ფლანგებიდან, მარჯვნიდან ოთო კაკაბაძე, ხოლო მარცხნიდან ლევან შენგელია დაეხმარებიან, ხოლო მეორე ტაიმში მათ გიორგი წიტაიშვილი და გიორგი გოჩოლეიშვილი ჩაანაცვლებენ.

    მოედანის შუაში გიორგი ქოჩორაშვილი, ოთარ კიტეიშვილი და გიორგი ჩაკვეტაძე დაიწყებენ, რომლებსაც ბურთის დაჭერა და გათამაშება ნამდვილად არ უჭირთ. სავარუდოდ, ქოჩორას ნიკა კვეკვესკირი შეცვლის, ჩაკვეს საბა ლობჟანიძე და შემდეგ წინა აიწევს, ხოლო ოთოს სანდრო ალთუნაშვილი.

    რაც შეეხება 2 შემტევს, აქ გიორგი მიქატაძისა და ბუდუ ზივზივაძის დუეტი კიდევ ერთხელ დაიტესტება, ზურიკო დავითაშვილი და გუნდის ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია კი მონტენეგროს მეორე 45 წუთში შეუტევენ.

    შეხვედრის მეორე ნახევარში გუნდი კვლავ 3-5-2 ფორმაციას შეინარჩუნებს:

    მეკარე: მამარდაშვილი

    დაცვა: გოჩოლეიშვილი. ტაბიძე, დვალი, ლოჩოშვილი, წიტაიშვილი.

    ნახევარდაცვა: კვეკვესკირი, ალთუნაშვილი.

    შეტევა, კვარაცხელია, დავითაშვილი (ცრუ 9-იანი), ლობჟანიძე.

    პირადი მოსაზრებით ვილი ასე დატესტავს ნაკრების ძალებს. ვიმედვონებთ, რომ ფრანგი საუკეთსო ვარიანტს აარჩევს და გუნდი სადებუტო ევროპის ჩემპიონატზე ღირსეულად წარსდგება.

    Facebook კომენტარები