• 01-07-2023
    ჯუნტოლის სამიზნე ქართველი ფეხბურთელია! - ვისი გადაბირებას სურს “იუვეს”
    ჯუნტოლის სამიზნე ქართველი ფეხბურთელია! - ვისი გადაბირებას სურს “იუვეს”

    როგორც მოგეხსენებათ, “ნაპოლის” სოორტულმა დირექტორმა, კრისტიან ჯუნტოლიმ დაკავებული თანამდებობაზე დატოვა და ტურინის “იუვენტსს” მიაშურა.

    Corrielo Della Sera-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ჯუნტოლიმ სამი ფეხბურთელი დაასახელა, რომელიც “იუვემ” აუცილებლად უნდა შეიძინოს.

    საგულისხმოა, რომ “ბებერი ქალბატონის” სამიზნეთა სიაში საქართველოს ნაკრებისა და “მეცის” ახალგაზრდა ფეხბურთელი, გიორგი მიქაუტაძეც მოხვდა.

    კიდევ ორი მოთამაშე რომლის დამატებაც ჯუნტოლის სურს დანილო დუხი (უნიონ ბერლინი) და ნუსაირ მაზრაუი არიან (ბაიერნი).

    ცნობისთცის, გიორგი მიქაუტაძემ გასულ სეზონში ჩატარებულ 39 შეხვედრაში 24 გოლი გაიტანა და 9 საგოლე გადაცემა შეასრულა.

    Facebook კომენტარები