• 26-07-2023
    "ყველაზე ადვილი მეტოქე ჩვენ შეგვხვდა" - უკრაინული მედია გორის "დილაზე" წერს
    "ყველაზე ადვილი მეტოქე ჩვენ შეგვხვდა" - უკრაინული მედია გორის "დილაზე" წერს

    როგორც მოგეხსენებათ,  გორის "დილა" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში უკრაინულ "ვორსკლას" დაუპირისპირდება, უკრაინული მედია საკმაოდ დიდი იმედითაა მათ სჯერათ, რომ გორის ბარიერს მარტივად გადალახავენ.

    ერთ-ერთი გამოცემა წერს:

    "27 ივლისს "დილასა" და "ვორსკლას" მატჩია დაგეგმილი. შეძლებს უკრაინული გუნდი უსიამოვნო ტრადიციის დარღვევას? - ისინი ბოლო 5 ევროპულ საკვალიფიკაციო ეტაპს 4 შემთხვევაში ეგრევე გამოეთიშნენ"

    "ახლა პოლტაველებმა, რომლებსაც ვიქტორ სკრიპნიაკი ავარჯიშებთ, მეტოქედ ქართული გუნდი მიიღეს. "დილამ" კვალიფიკაციის პირველ შეხვედრაში დაკ-ი დაამარცხა. ევროთასებზე არსებული ყველა მეტოქიდან ყველაზე ადვილად დასამარცხებელი გუნდი შეგვხვდა"

    "ვორსკლას" აქვს ყველა შანსი, მოხვდეს კვალიფიკაციის მე-3 ტურში და საბოლოოდ გაწყვიტოს წარუმატებლობის ჯაჭვი"

    "აღსანიშნავია, რომ არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, პოლტავის კლუბი ორჯერ გავიდა ევროპული შეჯიბრებების ჯგუფურ ეტაპზე, კერძოდ, ევროპის ლიგაზე - ეს მოხდა 2011/2012 და 2018/2019 წლების სეზონებში. რაც შეეხება "დილას", ჯგუფურ ეტაპზე არასდროს გასულა - 2-მატჩიან დაპირისპირებაში "ვორსკლასთან" გამარჯვება ქართულ გუნდს ამ მიზანთან დააახლოებს", - წერს წყარო.

    Facebook კომენტარები