• 26-07-2023
    “მილანის” ექს-სპორტული დირექტორი: "არ მიკვირს, რომ მათ საზონოვის ტრანსფერი სურთ, ის ხომ კალაძის ქვეყნიდანაა"
    “მილანის” ექს-სპორტული დირექტორი: "არ მიკვირს, რომ მათ საზონოვის ტრანსფერი სურთ, ის ხომ კალაძის ქვეყნიდანაა"

    როგორც მოგეხსენებათ, ევროპის 21-წლამდე ჩემპიონატზე ბრწყინვალე ასპარეზობის შემდეგ საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის “დინამოს” ახალგაზრდა ცენტრალურ მცველს, საბა საზონოვის იტალიიდან არაერთი მსურველი გამოუჩნდა.

    “მილანის” ყოფილმა სპორტულმა დირექტორმა, აირედო ბრადიამ საბას შესახებ ისაუბრა:

    “საბა საზონოვი საქართველოს ნაკრებში თამაშობს, ხომ? მის შესახებ მსმენია, პერსპექტიული მოთამაშეა. ის ხომ კახა კალაძის ქვეყნიდანაა, რომელიც ჩვენს დროინდელ "მილანში" მშვენივრად ასპარეზობდა. 

    გასაკვირი სულაც არ არის, რომ საზონოვის ყიდვა ახლა იტალიურ კლუბებს სურთ, ის უმაღლესი დონის მოთამაშეა.

    ამჟამად იტალიაში კვარაცხელიას თამაშით ყველაზე გაოცებულია, თუმცა პირველი ქართველი ვარსკვლავი კახა კალაძე იყო, რომელმაც ჩვენთან ერთად ჩემპიონთა ლიგა 2-ჯერ მოიგო”, - განაცხადა ბრადიამ.

    ცნობისთვის, საბას შეძენა “ფროზინონეს”, “სასუოლოს”, “ლიონს”, “უდინეზეს” და სხვა ევროპულ გუნდებს სურთ.

    Facebook კომენტარები