• 30-07-2023
    ცნობილია: რამდენი იქნება რასმუს ჰოილუნდის ანაზღაურება "მანჩესტერ იუნაიტედში"
    ცნობილია: რამდენი იქნება რასმუს ჰოილუნდის ანაზღაურება "მანჩესტერ იუნაიტედში"
    Author of the article
    Aa

    რასმუს ჰოილუნდი კარიერას "მანჩესტერ იუნაიტედში" გააგრძელებს, კლუბმა "ატალანტასთან" სრულ შეთანხმებას მიაღწია.

    ბერგამოელები დანიელის სანაცვლოდ გარანტირებულ 75 მილიონ ევროს და ბონუსების სახით კიდევ პოტენციურ 10 მილიონს მიიღებენ.

    ჰოილუნდი "იუნაიტედთან" 5+1 კონტრაქტს გააფორმებს, მისი ყოველწლიური ანაზღაურება კი 8-ჯერ გაიზრდება.

    ამჟამად, 20 წლის შემტევი "ატალანტაში" წლიურად 600,000 ევროს იღებს, "იუნაიტედში" კი მისი ხელფასი 5 მილიონი გახდება.

    ბონუსების სახით ჰოილუნდს დამატებითი თანხის მიღებაც შეეძლება, თუმცა პირობები ჯერ ცნობილი არ არის.

    Facebook კომენტარები