• 11-06-2023
    დეივისი: "ბარსას" პრეზიდენტმა ჩემზე უარი თქვა, რადგან კანადელი ვიყავი"
    დეივისი: "ბარსას" პრეზიდენტმა ჩემზე უარი თქვა, რადგან კანადელი ვიყავი"
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნის" ახალგაზრდა მარცხენა მცველმა ალფონსო დეივისმა განაცხადა, რომ "ბარსელონა" მის დამატებასთან ახლოს გახლდათ.

    "ბარსელონა" დამიკავშირდა, მაგრამ მათმა პრეზიდენტმა (ხოსეპ მარია ბართომეუმ) თქვა, რომ მათ არ ვუნდოდი, რადგან კანადიდან ვიყავი.

    პრესამ ასე თქვა. არ ვიცი, ეს ნამდვილად ბართომეუს სიტყვები იყო, თუ არა, მაგრამ, სიმართლე გითხრათ, ამან გული მატკინა," - იხსენებს კანადელი ფეხბურთელი.

    "ბარსასგან" დაწუნებული დეივისი მიუნხენის "ბაიერნმა" 2019 წელს შეიძინა და "ვანკუვერ უაითქეფსს" 22 მილიონი დოლარი გადაუხადა. MLS-ის გუნდიდან წასულ ფეხბურთელში ეს სატრანსფერო თანხა მაშინ სარეკორდო გახლდათ.

    ალფონსო ახლა მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო განაპირა მცველია. მას ბუნდესლიგა 5-ჯერ, გერმანიის თასი 2-ჯერ, ხოლო ჩემპიონთა ლიგა - ერთხელ აქვს მოგებული.

    Facebook კომენტარები