• 07-09-2023
    „ნაპოლიში“ ხელფასს სამი თვით აგვიანებენ? რა განცხადებას აკეთებს იტალიური კლუბის ერთ-ერთი ვარსკვლავი
    „ნაპოლიში“ ხელფასს სამი თვით აგვიანებენ? რა განცხადებას აკეთებს იტალიური კლუბის ერთ-ერთი ვარსკვლავი

    "ნაპოლის" 28 წლის სლოვანი ნახევარმცველი ლობოტკა კლუბში არსებულ ვითარებაზე საინტერესო კომენტარს აკეთებს:

    "ახლა ჩემს კარიერაში ყველაზე მაღალი ხელფასი მაქვს, ოღონდ ხანდახან თვის ბოლოს ანაზღაურება არ მერიცხება, 3 თვითაც კი დაუგვიანებიათ ხელფასი, მაგრამ არ მიკვირს, ეს ხომ იტალიაა" - ამბობს ლობოტკა.

    სტანისლავ ლობოტკა გასულ წელს "ნაპოლის" წარმატების ერთ-ერთი მთავარი შემოქმედი იყო.

    Facebook კომენტარები