• 18-11-2023
    სანე: "მომავალზე ჯერ არ დავფიქრებულვარ"
    სანე: "მომავალზე ჯერ არ დავფიქრებულვარ"
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნის" ვარსკვლავი, ლეროი სანე გერმანულმა პრესამ პრემიერ ლიგურ გრანდებს დაუკავშირა. გავრცელებული ცნობებით, 27 წლის შემტევს "ლივერპული" და "მანჩესტერ სიტი" უმიზნებენ.

    სანეს მომავლის გარშემო გაურკვევლობას ზრდის ის ფაქტი, რომ "რეკორდმაისტერთან" კონტრაქტი მას 2025 წლის ივლისში ეწურება. ბავარიელებს ლეროისთან ხელშეკრულების გახანგრძლივება სურთ, თუმცა ფეხბურთელი ჯერ არაფერზე თანხმდება.

    ამ ყველაფრის შესახებ სანემ თავის ახალ ინტერვიუში ისაუბრა.

    "მომავალზე ჯერ არ დავფიქრებულვარ.

    კლუბს მოლაპარაკებების დაწყება უნდა, მაგრამ ახლა მხოლოდ ის მსურს, რომ მიმდინარე სეზონზე ვიყო ფოკუსირებული. "ბაიერნი" ჩემი კონტრაქტის პირველი წერტილია, ამაში ეჭვი არავინ უნდა შეიტანოს," - თქვა "რეკორდმაისტერის" ათიანმა.

    სანესთვის მიმდინარე სეზონის სტარტი კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო გახლავთ. გერმანიის ბუნდესლიგაში ჩატარებულ 11 მატჩში მან თავი 8 გოლითა და 6 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. სხვათა შორის, ბუნდესლიგაში მას 8-ზე მეტი გოლი არასდროს გაუტანია.

    Facebook კომენტარები