• 24-11-2023
    განიხილება საუდის არაბეთიც - ბრიტანული პრესა ფატის შესახებ
    განიხილება საუდის არაბეთიც - ბრიტანული პრესა ფატის შესახებ
    Author of the article
    Aa

    ბრიტანულმა The Athletic-მა "ბარსელონადან" "ბრაიტონში" განათხოვრებული თავდამსხმელის, ანსუ ფატის შესახებ მნიშვნელოვანი ცნობები მოგვაწოდა.

    20 წლის შემტევის მომავალთან დაკავშირებით ახლა ყველა ვარიანტი ღიაა. მათ შორისაა "თოლიებში" იჯარის წესით მეორე სეზონის გატარებაც, თუმცა ეს ჯერ შორეული პერსპექტივა გახლავთ. 

    პრემიერლიგური კლუბი ფატის კვირაში 128 ათას ფუნტს უხდის (მისი ხელფასის 80%-ს), რაც "ბრაიტონის" ნებისმიერი სხვა ფეხბურთელის ანაზღაურებას მნიშვნელოვნად აღემატება.

    სწორედ ანსუმანეს მაღალი ხელფასია ის მთავარი ფაქტორი, რაც "თოლიების" მიერ მის შეძენას გამორიცხავს. კატალონიური გრანდის ყოფილი ათიანის შესყიდვა დაანგრევს იმ სათუთად აწყობილ სახელფასო სისტემას, რომელიც ახლა "ამერიკან ექსპრეს სთედიუმზე" მოქმედებს.

    The Athletic წერს, რომ ესპანელის გაყიდვა "ბარსას" მომდევნო ზაფხულში ძალიან გაუჭირდება. ფინანსურად ისეთმა ძლიერმა კლუბებმაც კი, როგორიც "ტოტენჰემია", შეიძლება უარი თქვან ფატიში დიდი ინვესტიციის ჩადებაში. აქედან გამომდინარე, განიხილება საუდის არაბეთიც.

    ცნობისთვის, "ბრაიტონის" მაისურით ჩატარებულ 16 მატჩში ანსუს ანგარიშზე 4 გოლი და 1 ასისტია.

    Facebook კომენტარები