• 27-11-2023
    ორიოლ რომეუს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
    ორიოლ რომეუს ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს
    Author of the article
    Aa

    "ბარსელონას" ნახევარმცველმა, ორიოლ რომეუმ სეზონი შესანიშნავად დაიწყო, თუმცა ბოლო რამდენიმე კვირაა, რაც ესპანელი ძალიან ცუდად გამოიყურება და ეს შეუიარაღებელი თვალითაც მარტივად შესამჩნევია.

    SPORT-ის ინფორმაციით, "ჟირონადან" 3.4 მილიონ ევროდ წამოყვანილ შუახაზელს ახლა ფსიქოლოგიური პრობლემები აქვს.

    პრესისგან გამუდმებულმა კრიტიკამ და "ბარსას" ფეხბურთელობით გამოწვეულმა წნეხმა რომეუს მენტალურ ჯანმრთელობაზე ძალიან ცუდად იმოქმედა.

    ესპანური გამოცემის მიხედვით, ორიოლი ახლა ფიქრობს, რომ იმაზე გაცილებით ცუდია, ვიდრე რეალურად არის. 

    მსგავსი პრობლემები "ბლაუგრანას" 24 წლის თავდამსხმელს, ფერან ტორესსაც ჰქონდა. საბედნიეროდ, ტორესმა მათი გადალახვა მოახერხა. იმედი ვიქონიოთ, რომ ამას რომეუც შეძლებს.

    Facebook კომენტარები