• 27-07-2023
    "ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ პირველ ტაიმზე ვფიქრობთ" - სტივ კინმა მომავალ მატჩზე ისაუბრა
    "ამ ეტაპზე ჩვენ მხოლოდ პირველ ტაიმზე ვფიქრობთ" - სტივ კინმა მომავალ მატჩზე ისაუბრა

    როგორც მოგეხსენებათ, 27 ივლისს ქუთაისის "ტორპედო" კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის მეორე რაუნდში ყაზახურ "აქტობეს" დაუპირისპირდება.

    შეხვედრასთან და მომავალთან დაკავშირებით" ქუთათურების მთავარმა მწვრთნელმა, სტივ კინმა ისაუბრა:

    "ვიცით, რომ ამ ეტაპის გადალახვის შემთხვევაში უფრო ძლიერი მეტოქე შეგვხვდება. თუმცა, ჩვენ ჯერ აკტობესთან საპასუხო მატჩის შესახებაც არ ვფიქრობთ. ეგ კი არა, გონებაში მხოლოდ ხვალინდელი შეხვედრის პირველი ტაიმი გვიტრიალებს, მეორე ნახევრისთვის გეგმებს პირველი 45 წუთის შემდეგ დავაწყობთ"

    "ფეხბურთელებზეც ვიტყვი, მცირედი დაზიანება ჩვენს ახალწვეულ ნიკოლა ნინკოვიჩს აქვს, სხვა ყველა მოთამაშე მწყობრშია და აკტობესთან მატჩისთვის ემზადება. ზოგადად, რასაკვირველია, რაც უფრო შორს გავალთ, უფრო გაგვიხარდება, თუმცა ამ ეტაპზე მთავარი ხვალინდელი შეხვედრაა", - განავხადა კინმა

    Facebook კომენტარები