• 09-06-2023
    ოფიციალურად: კონრად ლაიმერი "ბაიერნის" ფეხბურთელია
    ოფიციალურად: კონრად ლაიმერი "ბაიერნის" ფეხბურთელია
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნმა" "რედ ბულ ლაიფციგიდან" კონრად ლაიმერის ტრანსფერი ოფიციალურად დაადასტურა.

    ავსტრიელი ნახევარმცველი "რეკორდმაისტერს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. ბავარიულ კლუბთან მან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა.

    "ბაიერნი" მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი კლუბია. გუნდისა და გულშემატკივრებისთვის ყველაფერს გავიღებ.

    ახლა სწორ ადგილას ვარ. პირველივე დღიდან, თითოეულ სავარჯიშო სესიაში, 100%-ით დავიხარჯები. ამას მოუთმენლად ველოდები," - თქვა 26 წლის ფეხბურთელმა.

    ლაიმერი ზაფხულში "ბაიერნის" პირველი დანამატია, თუმცა აღვნიშნოთ ისიც, რომ ტრანსფერი ჯერ კიდევ იანვრის სატრანსფერო ფანჯარაზე გახლდათ შეთანხმებული.

    "ლაიფციგის" მაისურით კონრადმა 190 მატჩი ჩაატარა. "წითელ ხარებთან" ერთად იგი გერმანიის თასის ორგზის გამარჯვებულია (2022, 2023).

    Facebook კომენტარები