• 22-01-2024
    ტუხელი: "ვერდერთან" ისე ვითამაშეთ, თითქოს შედეგი არ გვადარდებდა"
    ტუხელი: "ვერდერთან" ისე ვითამაშეთ, თითქოს შედეგი არ გვადარდებდა"
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნი" ახალ წელს ძალიან მძიმედ იწყებს. "რეკორდმაისტერმა" გუშინ ბრემენის "ვერდერთან" წააგო (რაც ბოლო 16 წელიწადში პირველად მოხდა), ანგარიშით 0:1 და ბუნდესლიგის ლიდერ "ბაიერ ლევერკუზენს" 7 ქულით ჩამორჩა.

    "ალიანს არენაზე" გამართული მატჩის ერთადერთი გოლი "მუსიკოსების" მარჯვენა ფლანგელმა, მიშელ ვაიზერმა 59-ე წუთზე გაიტანა.

    უშანსოდ წაგებული შეხვედრის შეფასება "ბაიერნის" მთავარ მწვრთნელს, თომას ტუხელს DAZN-თან ინტერვიუში სთხოვეს. საინტერესოა, რომ გერმანელმა სპეციალისტმა ხელი საკუთარი მოთამაშეებისკენ გაიშვირა.

    "რატომ არ ემთხვევა გუნდის თამაში იმას, რასაც ვარჯიშებზე ვაჩვენებთ? ეს ფეხბურთელებს უნდა ჰკითხოთ.

    დღეს ისე ვითამაშეთ, თითქოს მატჩის შედეგს მნიშვნელობა არ ჰქონდა, ცხრილს 10-ქულიანი უპირატესობით ვლიდერობდით და სამშაბათს ჩემპიონთა ლიგაზე გვქონდა საასპარეზო.

    "ლევერკუზენის" გამარჯვების მერე, გვინდოდა, რომ აგრესიულად დაგვეწყო და სიგნალი გაგვეგზავნა, მაგრმა ეს არ გამოგვივიდა," - თქვა ტუხელმა.

    შეგახსენებთ, რომ ბუნდესლიგის მე-18 ტურში ჩაბი ალონსოს გუნდი 2-ჯერ აგებდა, თუმცა "ფარმაცევტებმა" "ლაიფციგს" მაინც აჯობეს (3:2). "ბაიერნს" მათთან ჩამორჩენის 4 ქულამდე შემცირების შანსი ოთხშაბათს ექნება, როდესაც "უნიონ ბერლინის" წინააღმდეგ გადადებულ მატჩს ჩაატარებს.

    Facebook კომენტარები