• 23-06-2023
    ოფიციალურად: რაფაელ გერეირო "ბაიერნში" ითამაშებს
    ოფიციალურად: რაფაელ გერეირო "ბაიერნში" ითამაშებს
    Author of the article
    Aa

    მიუნხენის "ბაიერნმა" პორტუგალიელი მარცხენა მცველის, რაფაელ გერეიროს დამატება ოფიციალურად დაადასტურა.

    29 წლის ფლანგელი ბავარიულ გრანდს დორტმუნდის "ბორუსიადან", თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა.

    "როცა "ბაიერნიდან" დამირეკეს, გადაწყვეტილება სწრაფად მივიღე.

    ჩემთვის დიდი პატივია ამ დიდებულ კლუბში თამაში. ძალიან ვაფასებ თომას ტუხელსაც, "დორტმუნდში" ჩვენი ერთად გატარებული დროიდან გამომდინარე. მე ვარ ფეხბურთელი, რომელიც ყოველთვის ბურთს ითხოვს. ამას თამაშის კონტროლი მოაქვს. მე მუდამ შანსების შექმნა მსურს," - განუცხადა გერეირომ "რეკორდმაისტერის" ვებსაიტს.

    გერეირო მიუნხენელთა მეორე დანამატია მიმდინარე ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე. 9 ივნისს მათ "ლაიფციგის" ავსტრიელი ნახევარმცველის, კონრად ლაიმერის ასევე თავისუფალი აგენტის სტატუსით წაყვანა გამოაცხადეს.

    რაც შეეხება რაფაელს, მან დორტმუნდის "ბორუსიაში" 7 წელი გაატარა. გასულ სეზონში პორტუგალიელმა 36 მატჩი ჩაატარა, სადაც თავი 6 გოლითა და 14 ასისტით გამოიჩინა.

    Facebook კომენტარები