• 04-03-2024
    "დორტმუნდში" სანჩო ეძვირებათ
    "დორტმუნდში" სანჩო ეძვირებათ
    Author of the article
    Aa

    დორტმუნდის "ბორუსიას" სპორტულმა დირექტორმა, სებასტიან კელმა განაცხადა, რომ მისი კლუბის მიერ ჯეიდონ სანჩოს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გამოსყიდვის ალბათობა ძალიან მცირეა.

    "საბოლოო ჯამში, ეს ფულს მოითხოვს. თან ბევრ ფულს. აუცილებლად იმაზე მეტს, ვიდრე ჩვენ ახლა გვაქვს.

    ჯეიდონის სანაცვლოდ 80 მილიონი ევრო მივიღეთ. რა თქმა უნდა, "მანჩესტერ იუნაიტედს" ექნება სურვილი, რომ ის ან უკან წაიყვანოს, ან მისთვის სასარგებლო შეთანხმებით გაყიდოს.

    რა იქნება ჩვენთვის სასარგებლო, ეს მეორე საკითხია," - განაცხადა კელმა.

    ინგლისელი შემტევი "ზიგნალ იდუნა პარკზე" იანვრის სატრანსფერო ფანჯრის მიმდინარეობისას, 6-თვიანი იჯარით დაბრუნდა.

    მართალია, სანჩო ედინ ტერზიჩის გუნდში სასტარტო შემადგენლობის უცვლელ წევრად იქცა, თუმცა იმ ფორმის აღდგენამდე, რომლითაც "დორტმუნდში" ჩატარებულ 137 მატჩში 50 გოლი და 64 ასისტი მიითვალა, ძალიან ბევრი აშორებს.

    Facebook კომენტარები