• 02-07-2023
    “ბარსელონა” “არსენალის” მოთამაშის შეძენით დაინტერესდა
    “ბარსელონა” “არსენალის” მოთამაშის შეძენით დაინტერესდა

    კატალონიის “ბარსელონა” ლონდონის “არსენალის” ახალგაზრდა შუახაზელის მიგელ აზეზის შეძენით დაინტერესდა.

    გავლენიანი სპორტული სააგენტოს, Sport-ის ჟურნალისტის, ტომას ანდრეუ სიმონის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, აზეზს “მეთოფეებთან” კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს, თუმცა “არსენალი” მზად არის, რომ ეს ფებხურთელი უფასოდ გაყიდოს, თუ მომდევნო ტრანსფერიდან გარკვეული %-ის თანხას მიიღებს.

    საგულისხმოა, რომ მიგელ აზეზი გასულ სეზონში “უიგანში” იყო განათხოვრებული. 20 წლის ფეხბურთელს, ესპანეთში “იბიცაში” თამაშის გამოცდილებაც აქვს.

    ცნობისთვის, ტრანსფერის განხორციელების შემთხვევაში აზეზი “ბარსელონა ატლეტიკში” იასპარეზებს.

    Facebook კომენტარები