• 24-07-2023
    გაირკვა - ქართული კლუბების პოტენციური მეტოქეები კონფერენს ლიგის მე-3 ეტაპზე
    გაირკვა - ქართული კლუბების პოტენციური მეტოქეები კონფერენს ლიგის მე-3 ეტაპზე
    Author of the article
    Aa

    შვეიცარიის ქალაქ ნიონში უეფას კონფერენს ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის კენჭისყრა მიმდინარეობს.

    უკვე ვიცით ქართული კლუბების სავარაუდო მეტოქეები.

    გაირკვა, რომ თბილისის "დინამო", რომელიც კონფერენს ლიგაზე ჩემპიონთა ლიგიდან გავარდნის მერე გადმოერთო, მალტური "ჰამრუნის" ბარიერის დაძლევის შემთხვევაში, უნგრულ "ფერენცვაროშსა" და ირლანდიურ "შემროკ როვერსს" შორის უძლიერესს შეხვდება.

    თუ ქუთაისის "ტორპედო" ყაზახურ "აქტობეს" გასცდება, მისი მეტოქე ბულგარული "ცსკა სოფიასა" და რუმინული "სეპსის" წყვილში გამარჯვებული იქნება.

    რაც შეეხება გორის "დილასა" და პოლტავის "ვორსკლას" წყვილს, მათ შორის უმჯობესს მესამე ეტაპზე კვიპროსული "აპოელი" ან სერბული "ვოივოდინა" ელოდებათ.

    შეგახსენებთ, რომ "დინამო" "ჰამრუნს" პირველ მატჩს ხვალ, მალტაში ეთამაშება. "ტორპედოსა" და "დილას" პირველი შეხვედრები კი ხუთშაბათს შედგება.

    Facebook კომენტარები