• 26-10-2023
    "ბერნაბეუზე" 0:4 მახსოვს" - ფელიქსი "კლასიკოზე" საუბრობს
    "ბერნაბეუზე" 0:4 მახსოვს" - ფელიქსი "კლასიკოზე" საუბრობს
    Author of the article
    Aa

    როგორც მოგეხსენებათ, "ბარსელონას" შაბათს მადრიდის "რეალთან" ელოდება მატჩი.

    მომავალი "კლასიკოს" შესახებ "ბარსას" ოფიციალური არხი ჟოაუ ფელიქსს გაესაუბრა.

    პორტუგალიელმა თავდამსხმელმა საკმაოდ საინტერესო კომენტარები გააკეთა:

    "რეალი" არასდროს დამიმარცხებია და მათთვის გოლიც არ მაქვს გატანილი? ეს არ ვიცოდი, მაგრამ, ალბათ, სიმართლეა. იმედი ვიქონიოთ, რომ შაბათს ეს შეიცვლება.

    "ბერნაბეუზე" მოგებული 0:4 მახსოვს. ამაზე გასახდელში ვისაუბრეთ.

    "ელ კლასიკოებს" ყოველთვის ვუყურებდი და მუდამ "ბარსელონასკენ" ვიყავი."

    გეტყვით, რომ ფელიქსი "რეალს" კარიერაში 8-ჯერ შეხვედრია. მისმა გუნდმა ამ 8-დან 6 მატჩი წააგო, თავად ჟოაუმ კი ვერც გოლი მიითვალა და ვერც ასისტი.

    Facebook კომენტარები